რიჩმონდი (ინგლ. Richmond) — ქალაქი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე, ტასმანის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქალაქ ნელსონიდან 13 კმ-ით სამხრეთით, ტასმანის უბის უკიდურესი სამხრეთ ნაწილის სიახლოვეს. 2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქი მოსახლეობა 12 273 ადამიანს შეადგენდა (აღმ. რიჩმონდი — 5991 ად., დას. რიჩმონდი — 6282 ად.).[1]
მიუხედავად იმისა, რომ რიჩმონდი ქალაქ ნელსონის საზღვრებს მიღმა მდებარეობს, მას მაინც მის ურბანულ არეალს მიაკუთვნებენ.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო