რიო-გრანდე-დე-მატაგალპა (ესპ. Río Grande de Matagalpa) — მდინარე ნიკარაგუაში. იგი სათავეს იღებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მატაგალპას მახლობლად და 450 კილომეტრის სიგრძის კალაპოტის გავლის შემდეგ ერთვის კარიბის ზღვას, სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონის ჩრდილოეთ მხარეს. რიო-გრანდე-დე-მატაგალპა ნიკარაგუის სიგრძით მეორე მდინარეა. სახელწოდება დაერქვა ქალაქისა და დეპარტამენტის ლა-კრუს-დელ-რიო-გრანდეს გამო.