რიგოლეტო (ოპერა)

შერილ მილნესი და მადელინა ბონიფაციო მთავარ როლში, ბუენოს-აირესი, 1973.

რიგოლეტოჯუზეპე ვერდის ოპერა სამ მოქმედებად. ლიბრეტოს ავტორი ფრანჩესკო მარია პიავე. პრემიერა გაიმართა 1851 წლის 11 მარტს ვენეციაში, თეატრში "La Fenice". თბილისში პირველად დაიდგა 1853 წელს.

მოქმედი პირნი

  • ჰერცოგი - ტენორი
  • რიგოლეტო - ბარიტონი
  • ჯილდა - სოპრანო
  • სპარაფუჩილე - ბანი
  • მადალენა - მეცო-სოპრანო
  • ჯოვანა - მეცო-სოპრანო
  • გრაფი მონტერონე - ბანი
  • მარულო - ბარიტონი
  • ბორსა - ტენორი
  • გრაფი ჩეპრანო - ბანი
  • გრაფინია ჩეპრანო - მეცო-სოპრანო
  • ოფიცერი - ბანი
  • პაჟი - მეცო-სოპრანო

შექმნის ისტორია

ოპერა "რიგოლეტოს" საფუძვლად დაედო ვიქტორ ჰიუგოს დრამა "მეფე თავს ირთობს", რომელიც 1832 წელს დაიწერა. ჰიუგოს პიესის პირველივე წარმოდგენამ პოლიტიკური მანიფესტაცია გამოიწვია. ფრანგი მწერლის პიესა მეფის ძალაუფლებას ავტორიტეტს საგრძნობლად ულახავდა და ამიტომ მისი დადგმა აიკრძალა. ჰიუგომ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა; მწერალი 1830 წლის რევოლუციის მთავარი მონაპოვარის - სიტყვის თავისუფლების აღდგენას ითხოვდა. სასამართლო პროცესს ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ ნაყოფიერი შედეგი არ გამოუღია. პიესა მეორედ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიდგა საფრანგეთის სცენაზე. ჰიუგოს ნაწარმოებმა ვერდი საოცრად გაიტაცა და მის ნაწარმოებზე ოპერის შექმნას შეუდგა. ვერდიმ თავად გაიზიარა მომავალი ოპერის ფაბულა, ძირითადი დრამატურგიული ხაზები. კომპოზიტორის მითითებით ფრანჩესკო მარია პიავემ ოპერის ლიბრეტო შეადგინა. თავდაპირველად ვერდის სურდა ოპერისტვის "წყევლა" ეწოდებინა, მაგრამ შემდეგ სათაური თავად შეცვალა."რიგოლეტო' ვერდიმ ძალზე სწრაფად - 40 დღეში დაწერა.

კომპოზიტორმა თავისებურად გაიზიარა ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრული სახეები, რამაც ჰიუგოში გარკვეული პროტესტიც კი გამოიწვია. ლიბრეტოზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ცენზურამ მისი საფუძვიანი შეცვლა მოითხოვა. პიავე თანახმა იყო გარკვეულ კომპრომისებამდე წასულიყო და ასეც მოიქცა, მაგრამ ვერდი სხვაგვარად ფიქრობდა. "მე დავრწმუნდი, რომ ამ დამახინჯებულად სახეცვლილ ნაწარმოებში გაქრა ხასიათიც, აზრიც და, საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე დრამატიული მომენტებიც კი აღარ აგაღელვებს" - ეს სიტყვები მისწერა ვერდიმ თეატრის დირექტორს მარძარის პიავეს ლიბრეტოს ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელშიც ლიბრეტისტს რიგოლეტოს სახე ცენზურის მოთხოვნების სასარგებლოდ გაეზიარებინა და იგი წარმოსადეგი მამაკაცის გმირით შეეცვალა. ამასთან დაკავშირებით ვერდი წერა: "მთავარი გმირი მომღერალი მასხარაა, რატომაც არა?! ვფიქრობ, ამ ხასიათის წარმოჩენა, მისთვის ნიშნეული იუმორით, ფიზიკური უსახობით და ამასთან, სიყვარულისა და ტანჯვის დიადი გრძნობით, ბრწყინვალე იდეაა. სწორედ მთავარი გმირის ამ ინდივიდუალურ თვისებათა ერთობლიობის გამო ავირჩიე ეს სიუჟეტი და მათზე უარის თქმის შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ მუსიკის წერას. თუ მეტყვით, რომ ჩემი მუსიკა ამ სახეცვლილ ლიბრეტოსაც მიესადაგება, მე გიპასუხებთ, რომ ასეთი მსჯელობა მე არ მესმის. გულწრფელად ვამბობ, - ჩემი მუსიკა, იმის მიუხედავად, კარგია იგი თუ ცუდი, არასოდეს არის შემთხვევითი. ყოველთვის ვცდილობ მისთვის გარკვეული ხასიათის მინიჭებას".

რაკი ცენზურის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ სრულიად იკარგებოდა ნაწარმოების ძირითადი არსი და იდეა, ვერდიმ ლიბრეტოს ვარიანტზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა, ბევრი რამის შეცვლა ლიბრეტოში მას და პიავეს მაინც მოუხდათ და საბოლოოდ, ფრანცისკ პირველი მანტუას ჰერცოგად, ხოლო ტრიბულე რიგოლეტოდ გადაიქცა.

ოპერის წარმატებული პრემიერა 1851 წლის 11 მარტს შედგა ვენეციაში და მალე "რიგოლეტო" ევროპის თითქმის ყველა ქალაქის საოპერო სცენაზე დაიდგა.

შინაარსი

პირველი მოქმედება

სურათი I

მანტუის ჰერცოგის სასახლეში დიდი ღრეობაა, ჰერცოგი დიდებულებთან ერთად ატარებს დროს. იგი გრაფ ჩეპრანოს ცოლს ეარშიყება, გრაფი კი ეჭვიანობს. სასახლის მასხარა რიგოლეტო ღვარძლიანად დასცინის მას და ჰერცოგს ურჩევს იმავე ღამეს მოიტაცოს გრაფის მეუღლე. აღშფოთებული ჩეპრიანო ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის რიგოლეტოს. მოულოდნელად დარბაზში შემოიჭრება გრაფი მონტერონე, რომელიც ჰერცოგისგან ქალიშვილის დაბრუნებას მოითხოვს. რიგოლეტო მასაც მასხრად იგდებს. ჰერცოგის ბრძანებით გრაფს აპატიმრებენ. მონტერონე ქალიშვილის შეურაცხყოფისთვის შურისძიებით ემუქრება ჰერცოგს, წყევლის რიგოლეტოს...

სურათი II

მონტერონეს წყევლა სიმშვიდეს უკარგავს რიგოლეტოს. გვიან ღამით დამძიმებული გულით მიემართება იგი სახლისკენ. გზად მიმავალს კაცისმკვლელი, ბანდიტი სპარაფუჩილე შეხვდება, რომელიც გარკვეული საზღაურის ფასად თავის სამსახურს სთავაზობს.

რიგოლეტოს თავისი ერთადერთი ქალიშვილის, ჯილდას ბედი აწუხებს. მოახლე ქალთან ერთად ჯილდა ქალაქის ერთ მიყრუებულ უბანში ცხოვრობს. ჰერცოგის შიშით მამისგან მას აკრძალული აქვს ქალაქში გასვლა, მხოლოდ ეკლესიაში დადის სალოცავად.

რიგოლეტო მხოლოდ ჯილდას გვერდით გრძნობს თავს ბედნიერად... სასახლიდან გასვლისას ის მკაცრად უბარებს მოახლე ქალს, თვალისჩინივით გაუფრთხილდეს ჯილდას.

განმარტოებულ ქალიშვილს ონცება გაიტაცებს - ეკლესიაში მან მშვენიერი ყმაწვილი კაცი დაინახა და მისი სილამაზით მოიხიბლა... უეცრად, სწორედ ეს ჭაბუკი - სტუდენტად გადაცმული ჰერცოგი სახლში მოევლინება ჯილდას. მოულოდნელი შეხვედრა შეაკრთობს ქალიშვილს, მაგრამ ახალგაზრდა "სტუდენტის" მხურვალე სიყვარული და მარადიული ერთგულების ფიცი თავბრუს ახვევს გამოუცდელ გოგონას.

რიგოლეტოს სახლთან თავს იყრის ჰერცოგის ამალა, რომელსაც ჯილდას გატაცება აქვს გადაწყვეტილი. ავი წინათგრძნობით შეპყრობილი რიგოლეტო სახლში ბრუნდება. სიბნელეში სასახლის დიდებულებს წააწყდება. ეჭვის გასაფანტად რიგოლეტოს არწმუნებენ, რომ გრაფინია ჩეპრანოს გატაცებას აპირებენ, რომლის სასახლეც იქვე ახლოსაა და დახმარებას სთხოვენ. რიგოლეტო თანხმდება... მაგრამ მალე შორიდან ჯილდას ყვირილი მოესმის... რიგოლეტო ხვდება, რომ ჯილდა გაიტაცეს.

მეორე მოქმედება

ჰერცოგი აფორიაქებულია... უკვალოდ გაქრა მშვენიერი ქალიშვილი, ვიღაცამ მოიტაცა იგი. დიდებულები ჰერცოგს სიცილით უყვებიან ამბავს, თუ როგორ დაეხმარა მათ რიგოლეტო მისივე ქალიშვილის მოტაცებაში. შემოჰყავთ მოსასხამში გახვეული ქალი... დიდებულთა დანახვით შემკრთალი ჯილდა, როგორც კი თავის სატრფოს დაინახავს, მისკენ გარბის. შეხვედრით გახარებული და ბედნიერი თან მიჰყვება საყვარელ ადამიანს.

მწუხარების დასაფარად რიგოლეტო სიმღერით შემოდის. იგი ჯილდას დაეძებს. როგორც კი შეიტყობს, რომ ჯილდა სასახლეშია, მუქარით მოითხოვს მის დაბრუნებას, მაგრამ დიდებულები არაფრით აგდებენ მის მუქარას და ხვეწნა-მუდარას.

მამის ხმაზე შემორბის ჯილდა, რიგოლეტო ახლა უკვე ყველაფერს ხვდება. იგი ფიცს დებს, რომ სასტიკად იძიებს შურს ქალიშვილის შერცხვენისთვის. შეხვედრა მონტერონესთან, რომელიც სწორედ ამ დროს გაჰყავდათ დილეგში დასამწყვდევად, სამაგიეროს გადახდის რწმენა უფრო განუმტკიცა რიგოლეტოს თავისი სიყვარულის ერთგული ჯილდა ემუდარება მამას, დაინდოს ჰერცოგი, მაგრამ ამაოდ...

მესამე მოქმედება

სპარაფუჩილეს ბინა. სახლის შესასვლელს უახლოვდებიან რიგოლეტო და ჯილდა. მამას ქალიშვილი განგებ მოყავს აქ, რათა მან თავისი თვალით იხილოს ჰერცოგის ღალატი, რომელიც სპარაფუჩილეს დასთან, მადალენასთან შესახვედრად არის მოსული...

მაამ ქალიშვილს ვერონაში აგზავნის - ვაჟის ტანსაცმელში გადაცმულმა ჯილდამ ამ საღამოსვე უნდა დატოვოს მანტუა. რიგოლეტო კი აპირებს დარჩენას, რათა ჰერცოგის მოკვლისთვის საზღაური გადაუხადოს სპარაფუჩილეს და შემდეგ თავისივე ხელით გადაისროლოს საძულველი გვამი მდინარეში.

...ამოვარდება ქარიშხალი. მადალენა, რომელსაც ძლიერ მოსწონს მოხდენილი ჭაბუკი, ანუ ჰერცოგი, ეხვეწება ძმას არ მოკლას იგი. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ სპარაფუჩილე თანხმდება ჰერცოგის ნაცვლად მოკლას ის, ვინც შუაღამამემდე პირველი შემოაღებს კარს. ჯილდა, რომელიც სატრფოს გადასარჩენად ბრუნდება უკან ყველაფერს გაიგონებს... და კარზე აკაკუნებს...

ქარიშხალი ჩადგება. სპარაფუჩილე რიგოლეტოს ტომარას გადასცემს. სიხარული შეიპყრობს რიგოლეტოს - მან შური იძია! ის-ის არის ტომარა მდინარეში უნდა გადაისროლოს, როომ უცებ ჰერცოგის ნაცნობი სიმღერა ესმის... შეძრწუნებული სასწრაფოდ ხსნის ტომარას და... ქალიშვილის უსიცოცხლო სხეულს შეიცნობს...

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: List of World War II weapons of France – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2020) (Learn how and when to remove this template message) This is a list of French military equipment in the Second World War. Handguns Ruby pistol. This along with ot...

 

Masalembo beralih ke halaman ini. Untuk serial televisi NET., lihat Masalembo (seri televisi). Kepulauan MasalembuPulau Masalembu, Kepulauan MasalembuKepulauan MasalembuTampilkan peta Kabupaten SumenepKepulauan MasalembuTampilkan peta Provinsi Jawa TimurKepulauan MasalembuTampilkan peta JawaKepulauan MasalembuTampilkan peta Kalimantan SelatanKepulauan MasalembuTampilkan peta IndonesiaGeografiLokasiSumenep, MaduraKoordinat5°4′39″S 114°36′5″E / 5.07750°S 114.60139°E&...

 

Wisata Hutan Pinus Tala-Talaᨓᨗᨔᨈ ᨖᨘᨈ ᨄᨗᨊᨘ ᨈᨒ–ᨈᨒ Informasi Lokasi Dusun Tala-Tala, Desa Bonto Manai, Kecamatan Tompobulu, Kabupaten Maros, Sulawesi Selatan Negara  Indonesia Pengelola Kelompok Sadar Wisata (Pokdarwis) Wisata Hutan Pinus Tala-TalaDinas Kebudayaan dan Pariwisata Kabupaten Maros (pengawas) Dibuat oleh Pokdarwis Wisata Hutan Pinus Tala-Tala Awal pembangunan Januari 2021 Penyelesaian April 2021 Pembukaan Setiap hari 24 jam Biaya Retribusi grati...

التطهير الكبير   جزء من القمع الستاليني  [لغات أخرى]‏  المعلومات الموقع الاتحاد السوفيتي،  وسنجان،  والجمهورية الشعبية المنغولية  الخسائر تعديل مصدري - تعديل   التطهير الكبير أو التطهير العظيم أو عملية التطهير الكبرى ((بالروسية: Большой террор/Boĺšoj te...

 

История Грузииსაქართველოს ისტორია Доисторическая Грузия Шулавери-шомутепинская культураКуро-араксская культураТриалетская культураКолхидская культураКобанская культураДиаухиМушки Древняя история КолхидаАриан-КартлиИберийское царство ФарнавазидыГруз�...

 

Questa voce o sezione deve essere rivista e aggiornata appena possibile. Sembra infatti che questa voce contenga informazioni superate e/o obsolete. Se puoi, contribuisci ad aggiornarla. Conn Smythe TrophyConferito daNational Hockey League Fondazione1964-65 Assegnato amiglior giocatore della propria squadra nei playoff della National Hockey League.[1] DetentoreCale MakarColorado Avalanche Maggiori vittoriePatrick Roy (3) Modifica dati su Wikidata · Manuale Il Conn Smythe Trophy...

This article is about the women's football club. For the men's football club, see VfL Wolfsburg. Football clubVfL WolfsburgFull nameVerein für Leibesübungen Wolfsburg e. V. (Sports club) Verein für Leibesübungen Wolfsburg Fußball GmbH (Professional football club)Nickname(s)Die Wölfinnen (The She-wolves)Founded2003; 21 years ago (2003)GroundAOK Stadion, WolfsburgCapacity5,200ChairmanHans-Dieter PötschSporting directorRalf KellermannHead coachTommy StrootLeagueFrauen-Bu...

 

Leo PennLeo Penn (1964)LahirLeo Zalman Penn(1921-08-27)27 Agustus 1921Lawrence, Massachusetts, Amerika SerikatMeninggal5 September 1998(1998-09-05) (umur 77)Santa Monica, California, Amerika SerikatMakamHoly Cross Cemetery, Culver CityKebangsaan Amerika SerikatPekerjaanSutradara televisi, aktorTahun aktif1946–1998Suami/istri Olive Deering ​ ​(m. 1947; c. 1952)​ Eileen Ryan ​(m. 1957)​ AnakMichael Pe...

 

Sceaux 行政国 フランス地域圏 (Région) イル=ド=フランス地域圏県 (département) オー=ド=セーヌ県郡 (arrondissement) アントニー郡小郡 (canton) 小郡庁所在地INSEEコード 92071郵便番号 92330市長(任期) フィリップ・ローラン(2008年-2014年)自治体間連合 (fr) メトロポール・デュ・グラン・パリ人口動態人口 19,679人(2007年)人口密度 5466人/km2住民の呼称 Scéens地理座標 北緯48度4...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Pandan Jaya – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2022) (Learn how and when to remove this message)This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by...

 

American toy company This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Ertl Company – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2010) (Learn how and when to remove this message) Ertl CompanyCompany typePrivate (1946–1999)Founded1945; 79 years ago (1945)Dubuque, Iowa, U.S.FounderFre...

 

Weather warning indicating significant freezing rain and ice accumulations in the warned area Ice covered trees in Muncie, Indiana An ice storm warning is a hazardous weather statement issued by the Weather Forecast Offices of the National Weather Service in the United States which indicates that freezing rain produces a significant and possibly damaging accumulation of ice on surfaces. The criteria for this warning vary from state to state, but typically an ice storm warning will be issued a...

迪奥斯达多·马卡帕加尔Diosdado Pangan Macapagal第9任菲律賓總統任期1961年12月30日—1965年12月30日前任卡洛斯·P·加西亚继任费迪南德·马科斯第6任菲律賓副總統任期1957年12月30日—1961年12月30日前任卡洛斯·P·加西亚继任伊曼纽尔·佩莱斯 个人资料出生(1910-09-28)1910年9月28日 美屬菲律賓馬尼拉逝世1997年4月21日(1997歲—04—21)(86歲) 菲律賓馬卡迪墓地 菲律賓馬卡迪達義市英...

 

此条目序言章节没有充分总结全文内容要点。 (2019年3月21日)请考虑扩充序言,清晰概述条目所有重點。请在条目的讨论页讨论此问题。 哈萨克斯坦總統哈薩克總統旗現任Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев卡瑟姆若马尔特·托卡耶夫自2019年3月20日在任任期7年首任努尔苏丹·纳扎尔巴耶夫设立1990年4月24日(哈薩克蘇維埃社會主義共和國總統) 哈萨克斯坦 哈萨克斯坦政府...

 

لاري ساندريس شو   تأليف غاري شاندلينج  بطولة غاري شاندلينج،  وجيفري تامبور،  وريب تورن،  وبيني جونسون جيرالد،  وجينين غاروفالو،  وجيريمي بايفن،  ووالاس لانجهام،  وماري لين راجسكوب،  وكاثرين هارولد،  وسكوت طومسون،  وميجان جالاجر  [لغات أ�...

Methyl fluoroacetate   Carbon, C  Hydrogen, H  Oxygen, O  Fluorine, F Names Preferred IUPAC name Methyl fluoroacetate Other names AF-1MFAT-1202TL-551 Identifiers CAS Number 453-18-9 3D model (JSmol) Interactive image ChemSpider 9565 ECHA InfoCard 100.006.563 EC Number 207-218-7 PubChem CID 9959 UNII MO8U9H1FAS CompTox Dashboard (EPA) DTXSID3073185 InChI InChI=1S/C3H5FO2/c1-6-3(5)2-4/h2H2,1H3Key: RJBYSQHLLIHSLT-UHFFFAOYSA-N SMILES COC(=O)CF Propert...

 

Conference series H.O.P.E. redirects here. For other uses, see Hope (disambiguation). H2K redirects here. For the esports team, see H2k-Gaming. This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: Hackers on Planet Earth – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2011) (Learn how and when to remove this message) HOPE (Hackers On Planet Earth)The...

 

MS Independence of the Seas adalah kapal pesiar kelas Freedom dioperasikan oleh Royal Caribbean cruise line yang mulai beroperasi pada April 2008. Kapal 15-dek dapat menampung 4.370 penumpang dan dilayani oleh 1.360 awak. Kapal ini dibangun di galangan kapal Aker Finnyards Turku, Finlandia, builder dari Freedom of the Seas dan Liberty of the Seas, kapal adiknya dari kelas Freedom. Pada 154.407 gross ton, ia bergabung Freedom of the Seas dan Liberty of the Seas sebagai kapal pesiar terbesar d...

日本橋御幸ビル 情報旧名称 日本橋東海ビル用途 オフィス、銀行設計者 日建設計施工 竹中工務店大林組戸田建設建築主 東海銀行新東昭開発管理運営 御幸ビルディング構造形式 鉄骨鉄筋コンクリート構造敷地面積 1,464.17 m² [1]延床面積 14,018.68 m² [1]状態 解体階数 地下3階・地上10階[1]エレベーター数 乗用4基駐車台数 36台竣工 1975年解体 202...

 

American literary critic, biographer and historian Portrait of Van Wyck Brooks by John Butler Yeats, 1909 Van Wyck Brooks (February 16, 1886 – May 2, 1963) was an American literary critic, biographer, and historian. Biography Members of the Independent Voters Committee of the Arts and Sciences for Roosevelt visit FDR at the White House (October 1944). From left: Van Wyck Brooks, Hannah Dorner, Jo Davidson, Jan Kiepura, Joseph Cotten, Dorothy Gish, Dr. Harlow Shapley Brooks was born in P...