რეტურნემეს ტბა (ფრანგ. Lac de Retournemer) — ტბა საფრანგეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლოთარინგიაში, ზღვის დონიდან 776 მეტრ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². სიგრძე 320 მ, სიგანე 250 მ. საშუალო სიღრმე 11 მ. ტბაზე გადის მდინარე ვოლონი. რეტურნემეს ტბა მყინვარული წარმოშობისაა. სანაპირო ტყითაა შემოსილი. ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია.