„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ — მეორე ნაწილი ფილმისა „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“. ფილმის რეჟისორია რატი რამიშვილი. სცენარი დაწერა ფორმულა კრეატივის სცენარისტთა ჯგუფმა. წინა ფილმის მსგავსად ფილმი გადაღებულია რუსთავი 2-ის სერიალის, „ჩვენი ოფისის“ მიხედვით.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის პერსონაჟები ახალ ცხოვრებას იწყებენ. ნოდარსა და ნუნუკას ნიშნობა აქვთ ხოლო თიკუნამ, მამის თხოვნის სანაცვლოდ, მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ იძულებულია მშობლებს დოლჩე გააცნოს. დოლჩე მორიგ „შარში“ ეხვევა, ლაშა და თეკლა აპირებენ საბას დაკარგვის და პოვნის ერთი წლის თავი მეგობრებთან ერთად აღნიშნონ, რობიკოს უნდა ახალი წლიდან სმას შეეშვას, ნინი და ნიკუშა დღედღეზე შვილს ელოდებიან. მყუდრო შეყვარებულია და სურს თავის შეყვარებულ ელენეს ორიგინალურად გამოუტყდეს სიყვარულში. ფილმის მთავარი გმირები ნიკას და რობიკოს შვილები არიან, რომლებიც ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მოევლინებიან ქვეყანას.
როლებში
საუნდტრეკები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში