რამ ჩანდრა პაუდელი

რამ ჩანდრა პაუდელი
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1944(1944-10-15) (80 წლის)
დაბადების ადგილი Tanahun District, Kingdom of Nepal
მოქალაქეობა  ნეპალი
ჯილდოები Grand Cordon of the Order of the Rising Sun

რამ ჩანდრა პაუდელი (ნეპ. रामचन्द्र पौडेल; დ. 6 ოქტომბერი, 1944) — ნეპალელი პოლიტიკოსი. ნეპალის მესამე და მოქმედი პრეზიდენტი 2023 წლის 13 მარტიდან.[1][2]

ნეპალის კონგრესის ყოფილი ლიდერი პაუდელი 1994 წლიდან 1999 წლამდე იყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ხოლო 1999 წლიდან 2002 წლამდე პრემიერ-მინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი. პარლამენტში პირველად აირჩიეს 1991 წელს. მუშაობდა სხვადასხვა მინისტრის თანამდებობაზე და იყო ოპოზიციის ლიდერი 2011 წლიდან 2013 წლამდე, როგორც ნეპალის კონგრესის საპარლამენტო პარტიის ლიდერი.[3]

ადრეული ცხოვრება

რამ ჩანდრა პაუდელი დაიბადა 1944 წლის 6 ოქტომბერს ბრაჰმენელი ფერმერის ოჯახში შორეულ სოფელ სატისვარაში, რომელიც მდებარეობს დღევანდელი ტანჰუნის რაიონის ვიას მუნიციპალიტეტში. მან საშუალო განათლება მიიღო კატმანდუს ნანდი-რატრის საშუალო სკოლაში და 1963 წლიდან 1967 წლამდე სწავლობდა სანსკრიტულ ლიტერატურას სანსკრიტის უნივერსიტეტში.[4][5] მან ასევე დაასრულა მაგისტრატურა ნეპალის ლიტერატურაში ტრიბჰუვანის უნივერსიტეტიდან 1970 წელს, ჩააბარა გამოცდებზე, როდესაც ციხეში პატიმრობაში იმყოფებოდა ანტიპანჩაიატური საქმიანობისთვის.[6]

პოლიტიკური კარიერა

პაუდელი პოლიტიკაში 16 წლის ასაკში შევიდა, როდესაც შეუერთდა საპროტესტო აქციებს და მოძრაობას ბიშვეშვარ პრასად კოირალას მთავრობის დათხოვნისა და მეფე მაჰენდრას მიერ პანჩაიატის მმართველობის დაწესების წინააღმდეგ 1960 წლის დეკემბერში. 1960-იან წლებში მონაწილეობა მიიღო კონგრესის მიერ მართულ მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ბრძოლაში დემოკრატიის აღდგენისთვის. ნეპალში სტუდენტური მოძრაობის მთავარი კამპანიის მონაწილე იყო და 1967 წელს აირჩიეს სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტად სარასვატის კამპუსში. 1968 წელს ასევე აირჩიეს დემოკრატიული სოციალისტური ახალგაზრდული ლიგის გენერალურ მდივნად. პაუდელმა წამოიწყო ინიციატივა შეექმნა ნეპალის სტუდენტური კავშირი, რომელიც კონგრესის პარტიის სტუდენტური ფრთა იყო და შეიქმნა 1970 წელს. გახდა კავშირის დამფუძნებელი ცენტრალური კომიტეტის წევრი.

პაუდელი პარტიულ პოლიტიკაში ჩაერთო 1977 წელს, როდესაც აირჩიეს ნეპალის კონგრესის ტანჰუნის რაიონული კომიტეტის წევრად. 1979 წელს იგი აირჩიეს საოლქო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად, 1980 წელს ხოლო პრეზიდენტად. 1983 წელს პაუდელი დაინიშნა ნეპალის კონგრესის ცენტრალური სახალხო კომიტეტის კოორდინატორად და დაინიშნა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, 1987 წელს პარტიის ცენტრალური დონის საჯარო ბიუროს უფროსად.

პაუდელი პარლამენტში პირველად აირჩიეს 1991 წლის საყოველთაო არჩევნებზე ტანაჰუნ 1-ის ოლქიდან და 1991 წლის მაისიდან 1994 წლამდე მუშაობდა ადგილობრივი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად.

1994 წლის საყოველთაო არჩევნებში ახლა იგი ტანაჰუნ 1-ის ოლქიდან აირჩიეს პარლამენტში. ამის შემდეგ ამ ოქლიდან ზედიზედ ირჩევდნენ 2017 წლამდე. პაუდელი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს არჩევნების შემდეგ და ამ თანამდებობაზე დარჩა 1999 წლამდე. 1999 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ იგი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილედ და შინაგან საქმეთა მინისტრად. ამ თანამდებობებზე მუშაობდა 2002 წლამდე.[7] 2006 წელს პარტიის გენერალური ყრილობის შემდეგ პაუდელი აირჩიეს ნეპალის კონგრესის გენერალურ მდივნად. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამშვიდობო პროცესში, როგორც სამშვიდობო სამდივნოს კოორდინატორი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ და 2007 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა მშვიდობისა და რეკონსტრუქციის მინისტრად.[7] პაუდელი 2008 წელს აირჩიეს ნეპალის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად და დაამარცხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი შერ ბაჰადურ დეუბა და 2008 წლის დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნების შემდეგ გახდა კონგრესის საპარლამენტო პარტიის ლიდერი. პაუდელმა 2010 წელს პარლამენტში მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის არჩევნებში, მაგრამ არჩევნების 17 ტურის შემდეგაც კი არ აირჩიეს.[8] 2016 წელს იგი იყო კონგრესის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სუშილ კოირალას გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ დაამარცხა დეუბამ პარტიის მე-13 გენერალურ ყრილობაზე.[9][10]

2017 წლის საყოველთაო არჩევნებში გადაწყვიტა კენჭი ეყარა კვლავ ტანაჰუნ 1-ის ოლქში, პაუდელი დაამარცხა კრიშნა კუმარ შრესთამ.[11] იგი კვლავ აქტიური დარჩა პარტიულ პოლიტიკაში და 2022 წლის საერთო არჩევნებში კვლავ ტანაჰუნ 1-ის ოლქიდან აირჩიეს.[12]

პრეზიდენტობა

პაუდელი იყო ნეპალის კონგრესისა და მისი 10-პარტიული ალიანსის კანდიდატი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და აირჩიეს პრეზიდენტად 2023 წლის 9 მარტს, დაამარცხა ნეპალის კომუნისტური პარტიის ყოფილი სპიკერი სუბას ჩანდრა ნემვანგი.[13][14] მან თავი დააღწია ყველა პარტიულ პასუხისმგებლობას და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა ნეპალის კონგრესის რიგები.[15] პაუდელმა დატოვა დეპუტატის მანდატი, სანამ 2023 წლის 13 მარტს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა.[16][17]

პირადი ცხოვრება

რამ ჩანდრა პაუდელი დაქორწინებულია სავიტა პაუდელზე და წყვილს ჰყავს ხუთი შვილი: ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Ram Chandra Paudel is new President English. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  2. Ram Chandra Paudel is the new president of Nepal - OnlineKhabar English News en-GB (2023-03-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-09. ციტირების თარიღი: 2023-03-09
  3. Paudel caps his career with presidency English. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  4. १४ वर्षको बन्दी जीवनदेखि राष्ट्रपतिसम्म. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  5. रासस. (2021-06-14) संस्कृत भाषाको पुनर्जागरण गर्नुपर्छः रामचन्द्र पौडेल en-US. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  6. वामपन्थी राजनीति छाडेर कांग्रेसमा होमिएका रामचन्द्र, यस्तो छ बेलथुम्कीदेखि शीतलनिवाससम्मको यात्रा :: शिलापत्र संवाददाता :: Shilapatra शिलापत्र - खबरको स्थायी ठेगाना. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  7. 7.0 7.1 Ram Chandra Paudel elected new President of Nepal en. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  8. Ram Chandra Paudel Failed to Become Nepal Prime Minister 17 Times, But Won President Polls in First Attempt en (2023-03-10). ციტირების თარიღი: 2023-03-25
  9. Koirala's death sparks leadership tussle in Nepali Congress en (2016-02-16). ციტირების თარიღი: 2023-03-25
  10. Times, The Himalayan. (2016-03-07) Sher Bahadur Deuba elected Nepali Congress president en. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  11. Sen, Sandeep. (2017-12-10) NC senior leader Poudel defeated in Tanahun 1 en. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  12. Republica. NC leader Paudel elected as HoR member from Tanahun-1 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-29. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  13. Eight political parties to support Congress candidate in presidential election English. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  14. Nepal elects new president amid political uncertainty en (2023-03-09). ციტირების თარიღი: 2023-03-25
  15. Republica. President-elect Paudel separates himself from party responsibilities en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-26. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  16. President Paudel resigns as HoR member en. ციტირების თარიღი: 2023-03-25
  17. Republica. President Paudel assumes his office, resigns from the post of HoR member en. ციტირების თარიღი: 2023-03-25