ჟოსლენ III (ფრანგ. Josselin III de Courtenay) — ედესის ტიტულოვანი გრაფი 1159-1200 წლებში. იგი იყო ჟოსლენ II-ისა და ბეატრისის ვაჟი. მან მამამისისგან მიიღო ტიტული, იმის მიუხედავად, რომ ედესა და მისი შემადგენელი მიწები ტიტულის მიღებამდე დაიპყრეს მუსლიმებმა.
ჟოსლენი ცხოვრობდა იერუსლიმში. მან მოახერხა და ხელში ჩაიგდო აკრა და მისი შემოგარენი (ჟოსლენის სენიორია). მისი და, აგნეს დე კურტენე დაქორწინდა ამალრიკ I-ზე. მათ შეეძინათ სიბილა და ბალდუინი. 1164 წელს იგი ტყვედ ჩავარდა ჰარიმის ბრძოლის შემდეგ.[1] იგი ტყვეობაში რჩებოდა 1176 წლამდე, სანამ აგნესმა 50 000 დინარი არ გადაიხადა მის გამოსასყიდად (სავარაუდოდ სამეფოს ხაზინიდან).[2] მისმა ძმისწულმა, ბალდუინმა იგი იერუსალიმის სენეშალად დანიშნა.
ლიტერატურა
- Bernard Hamilton, The Leper King and his Heirs. Cambridge, 2000.
- R. L. Nicholson, Joscelyn III and the Fall of the Crusader States, 1134–1199. Leiden, 1973.
- Marie-Adelaïde Nielen (ed.), Lignages d'Outremer. Paris, 2003.
- Reinhold Röhricht (ed.), Regesta Regni Hierosolymitani MXCVII-MCCXCI and Additamentum. Berlin, 1893–1904.
სქოლიო
- ↑ The Growth of the Latin States, 1118-1144, Robert L. Nicholson, A History of the Crusades, Vol. I, ed. Kenneth M. Setton, (University of Wisconsin Press, 1969), 551.
- ↑ Malcolm Barber, The Crusader States, (Yale University Press, 2012), 267.