ჟან ტრიკარი (ფრანგ. Jean Tricart; დ. 16 სექტემბერი, 1920, მონმორანსი — გ. 6 მაისი, 2003, სტრასბური) — ფრანგი გეოლოგი და გეომორფოლოგი. პარიზის უნივერსიტეტში ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ასისტენტად იქვე (1945-1948). 1947 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური რუკების სამსახურის თანამშრომელი. სტრასბურის უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოგრაფიის ცენტრის დირექტორი და პროფესორი. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის გამოყენებითი გეომორფოლოგიის კომისიის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა სტრუქტურულ და კლიმატურ გეომორფოლოგიას, გეომორფოლოგიის გამოყენებით და მეთოდოლოგიურ საკითხებს. შეისწავლა სენეგალის დელტის გეოლოგიური აგებულება, ბრაზილიის აუზი და სხვა; აგრეთვე პერუსა და ჩილეს წყლის რესურსები.
ტრიკარი იყო — „Revue de géomorphologique dynamique“-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო