ჟან გოგელი (ფრანგ. Jean Goguel; დ. 2 იანვარი 1908 — გ. 5 იანვარი 1987, პარიზი) — ფრანგი გეოლოგი და გეოფიზიკოსი.
ჟან გოგელის წარმომავლობა დაკავშირებულია ერთი დიდი პროტესტანტული ოჯახის ტრადიციასთან. იგი იყო ფრანგი თეოლოგის მორის გოგელის (1880-1955) შვილი.
მოღვაწეობდა ძირითადად ტექტონიკის დარგში. ჟან გოგელის შრომები შეეხება კონტინენტების შესაძლო ჰორიზონტულ გადაადგილებას (ეპეიროფორეზი), ტექტონიკური ფორმების კლასიფიკაციას და გეოსინკლინებისა და ბაქნების თეორიის შემდგომ განვითარებას. ავტორია ნაშრომისა „ტექტონიკის საფუძვლები“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო