ჟან ბატისტ პერონო (ფრანგ.Jean-Baptiste Perronneau; დ. 1715, პარიზი — გ. 19 ნოემბერი, 1783, ამსტერდამი) — ფრანგიფერმწერი. მორის კანტენ დე ლატურთან ერთად პასტელის პორტრეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოსტატი საფრანგეთში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა წერის შედარებით თავისუფალი მანერით, ფერთა გამის სინაზით. უმეტესად ქმნიდა კამერულ (მკერდამდე, იშვიათად წელამდე) პორტრეტებს. ასრულებდა პროვინციის თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიულ წარმომადგენელთა შეკვეთებს.