ჟან VIII დე ბურბონი (ფრანგ. Jean VIII de Bourbon; დ. 1425 — გ. 6 იანვარი, 1477) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ვენდომის გრაფ ლუი I-ის ვაჟი. მეფე შარლ VII-ის ბრძანებით იბრძოდა ინგლისელთა წინააღმდეგ და დაიბრუნა ნორმანდია და გიენი. იყო მეფე ლუი XI-ის ფავორიტი და ვენდომის გრაფი.
შვილები
1454 წელს ცოლად შეირთო პროვანსის მარშალ ლუი დე ბოვოსა და მარგარიტა დე შამბრეის ქალიშვილი იზაბელ დე ბოვო, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი:
- ჟანა, ცოლად გაჰყვა გრანდპრეს გრაფ ლუის;
- კატრინი, ცოლად გაჰყვა შაბანის გრაფ გილბერტს;
- ჟანა, პირველად ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ ჟან II-ს, შემდეგ კი ოვერნის ჰერცოგ ჟან III-ს, მისი შვილი იყო საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი;
- რენე, ფონტევრუდის აბატისა;
- ფრანსუა, ვენდომის გრაფი, ცოლად შეირთო მარი ლუქსემბურგელი, მისი შვილთაშვილი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV;
- ლუი, ლა როშე-სურ-იონის პრინცი;
- შარლოტი, ცოლად გაჰყვა ნევერის გრაფ ენგელბერტს;
- იზაბელი, ტრენტის აბატისა;
გარდა ამისა, ჟანს საყვარლისაგან ჰყავდა ორი უკანონო ვაჟი:
- ლუი, ავრანშის ეპისკოპოსი;
- ჟაკი, ვალუას გუბერნატორი, იგი იყო კატრინ დე ბურბონისა, რომელიც იყო ანრი IV-ის საყვარლის, გაბრიელ დესტრეს ბებია.
ლიტერატურა
- Du Tillet, Jean (1994). Brown, Elizabeth A. R., ed. Jean Du Tillet and the French wars of religion: five tracts, 1562-1569. Binghamton University Press.
- Potter, David (1995). Keen, Maurice, ed. A History of France, 1460–1560: The Emergence of a Nation State. Macmillan.
- Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1911). The Cambridge Modern History. Cambridge University Press.