ჟან-მარი ლე პენი (Jean-Marie Le Pen) (დ. 20 ივნისი, 1928) — ფრანგი ნაციონალისტი პოლიტიკოსი, ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრი საფრანგეთიდან, ნაციონალური ფრონტის დამაარსებელი და პრეზიდენტი 1972–2011 წლებში. ხუთჯერ მონაწილეობდა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში. 2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად გავიდა მეორე ტურში, გაუსწრო რა მემარცხენეების მთავარ კანდიდატს ლიონელ ჟოსპენს. მეორე ტურში ლე პენი დაამარცხა ჟაკ შირაკმა.
გამოდის საფრანგეთში იმიგრაციის შეზღუდვის მოთხოვნით. ასევე არის ერთი სქესის წყვილთა ქორწინების, ევთანასიის და აბორტის მოწინააღმდეგე. იგი 1,2 მილიონი ფრანკით დააჯარიმეს გამონათქვამისთვის იმის შესახებ, რომ გაზის კამერები იყო „მხოლოდ ეპიზოდი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში“.
რესურსები ინტერნეტში