პუერტო-ლა-კრუსი (ესპ. Puerto la Cruz) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ვენესუელაში. ანსოატეგის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პუერტო-ლა-კრუსის მოსახლეობა შეადგენდა 306,261 კაცს.
მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 64 მეტრიდან 767 მეტრამდე. ტემპერატურის ტიპური მაჩვენებელი შეადგენს 25–28°C.
თავდაპირველად მის ტერიტორიაზე დასახლებული იყვნენ ინდოელი მეთევზეები. დროდადრო ყოფილი მეთევზეთა სოფელი გადაიქცა საპორტო ქალაქად. 1930-იანი წლებიდან განვითარდა ნავთობის წარმოება.
ქალაქმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო ზრდის პროცესში — ბარსელონა-გუანტა-პუერტო-ლა-კრუსი. ქალაქიდან უმთავრესად გააქვთ ნავთობი. განვითარებულია ნავთობგადამუშავება და კვების მრეწველობა. ასევე განვითარებულია ტურიზმი. სანაპირო წყლები მეტწილად დაბინძურებულია.
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო