პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი, (დ. ძვ. წ. 53 — გ. 9) — ძველი რომის პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. წარმოშობით იყო პატრიცი. ძვ. წ. 13 წლიდან იყო კონსული, ძვ. წ. 6-4 წლებში იყო ლეგატი სირიაში. 7 წლიდან იყო მთავარსადრალი გერმანიაში. მის გამოძალვით პოლიტიკას და იძულებით რომანიზაციას მოჰყვა გერმანელი ტომების აჯანყება რომის წინააღმდეგ არმინიუსის ხელმძღვანელობით. აჯანყებულებმა ტევტობურგის ტყის ბრძოლაში გაანადგურეს რომაელები. ვარუსმა თავი მოიკლა.
ლიტერატურა
სქოლიო