პრიმორსკი (რუს. Приморск) — ქალაქი (1940 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. მდებარეობს ვიბორგის რაიონში, ფინეთის ყურის ნაპირას, სანქტ-პეტერბურგიდან 137 კილომეტრის დაშორებით. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 6 119 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი პირველად ნახსენებია 1268 წლის წყაროებში. იაროსლავ ბრძენისა და მისი მეუღლის ინგიგერდას დროს ეს ტერიტორიას შედიოდა როგორც შვედეთის, ასევე ნოვგოროდის დაქვემდებარებაში. მოგვიანებით კი მთლიანად შვედების დაქვემდებარებაში გადავიდა. 1918 წლამდე სოფელი ბერიოზოვოე ვიბორგის პროვინციის შემადგენლობაში იყო. 1920 წელს ტარტუს მსოფლიო შეთანხმების საფუძველზე დასახლება გამოვიდა რუსეთის დაქვემდებარებიდან და 1940 წლის 12 მარტამდე მოსკოვის 1940 წლის შეთანხმებამდე ფინეთის შემადგენლობაში იყო. მას ამ პერიოდში სახელი შეეცვალა და ეწოდა კოივისტო. ქალაქმა ამჟამინდელი სახელი 1948 წელს მიიღო.
რესურსები ინტერნეტში