პრაღის ტრამვაი — მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ტრამვაის სისტემა, 540 კმ ლიანდაგით, 900–ზე მეტი ვაგონით
და 34 მარშრუტით. მას მართავს პრაღის სატრანსპორტო გაერთიანება. 2008 წელს პრაღის ტრამვაიმ 356 მლნ. მგზავრი გადაიყვანა. პრაღაში პირველი ცხენის წევის ტრამვაის ხაზი 1875 წელს გაიხსნა, ხოლო ელექტროტრამვაის პირველი ხაზი, 1891 წელს.
1 ისტორიულ მარშრუტს (№41, მუშაობს აპრილიდან ოქტომბრამდე).
1 რეტრო მარშრუტს (№23)
დღის ტრამვაი
დღის მარშრუტებზე ვაგონები 4:30–6:00 გამოდიან და 24:00–1:00–მდე მუშაობენ. ზოგიერთი მარშრუტი მხოლოდ სამუშაო დღეებში მუშაობს. აგრეთვე არსებობს დამატებითი მარშრუტები, რომლებიც განსაკუთრებულ დღეებში ინიშნება.
ღამის ტრამვაი
ღამის მარშრუტებზე ვაგონები 20:00–22:00 გადიან და დილამდე,_5:00–6:00–მდე მუშაობენ. დღის მარშრუტებს არც ერთი ღამის მარშრუტი ემთხვევა, გარდა ორისა. ყველა მარშრუტი გაივლის გაჩერება „ლაზარსკას“ (Lazarská), ქალაქის ცენტრში, სადაც მგზავრებს სხვა მარშრუტზე გადაჯდომა შეუძლიათ. ღამის მარშრუტებზე ინტერვალი 30 წუთია.
ისტორია
პრაღაში ცხენების წევაზე მომუშავე პირველი ხაზი 1875 წლის 23 სექტემბერს გაიხსნა და კარლინიდან ოპერის თეატრამდე მოძრაობდა. ამ ხაზის დამფუძნებელი იყო ბელგიელი ედუარდ ოტლეტი. შემდეგ ეს ხაზი დაგრძელდა ეროვნული გამზირის გასწვრივ. 1891 წელს გაიხსნა ელექტროტრამვაის პირველი ხაზი. 1927 წლისთვის ხაზების საერთო სიგრძემ 100 კმ–ს მიაღწია. განუწყვეტლივ მიმდინარეობს ახალი ხაზების მშენებლობა და დღეისათვის ხაზების საერთო სიგრძე 540 კმ–ს შეადგენს. უკანასკნელი ხაზები 2004 და 2008 წელს გაიხსნა,_ესენია: ჰლუბოჩეპი–ბარანდოვოს (2004) და ლაუროვა–რადლიცკას (2008) ხაზები. სამომავლოდ იგეგმება ბარანდოვოს და დივოკა შარკას ხაზების გაგრძელება.
ინფრასტრუქტურა
მოქმედი დეპოები
ფრჩხილებში მითითებული ციფრი აღნიშნავს დეპოს ნომერს, რომელიც ასევე აღნიშნულია ხაზზე გასული ვაგონების თანრიგის ფირფიტაზე