პოლიტიკა შეიძლება იყოს სხვა (უნგრ. Lehet Más a Politika) — პოლიტიკური პარტია უნგრეთში, დაარსდა 2009 წლის 26 თებერვალს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე. პარტიიის ძირითადი იდეოლოგიაა მდგრადი განვითარება. პარტია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, გარემოს დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლას.
პარტიის მმართველი ორგანო კოლექტიურია და შედგება 13 ადამიანისაგან.
2009 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებში მიიღი 2,61% და დარჩა მანდტების გარეშე. 2014 ელს კი 5,06 % და ევროპარლამენტში გაიყვანა 1 დეპუტატი.
2010 წლის უნგრეთის პარლამენტის არჩევნებში კი მიიღო 16 მანდატი 386-დან, ხოლო 2014 წელს 5 მანდატი 199-დან.
პარტია ევროპის მწვანეთა პარტიაში დამკვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი.
რესურსები ინტერნეტში