პოლინა ჟერებცოვა (რუს.Полина Викторовна Жеребцова; დ. 20 მარტი, 1985, გროზნო, სსრკ) — რუსი მწერალი, განთქმული დღიურის ავტორი, სადაც აღრიცხულია ჩეჩნეთის სამი ომი და რომელიც მოიცავს მისი ბავშვობის, მოზარდობის და ახალგაზრდობის წლებს.
ბიოგრაფია
2002 წლიდან მუშაობა დაიწყო როგორც ჟურნალისტმა. არის რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ასევე PEN კლუბის წევრი.[2]. მიიღო იანუშ კორჩაკის სახელობის საერთაშორისო პრემიის დიპლომი.
„პოლიტკოვსკაიამ აღწერა ომი, როგორც ჟურნალისტმა, ომი, როგორც გარე ძალებიდან მომდინარე. პოლინა ჟერებცოვამ კი გადმოსცა სიღრმისეულად, ომის სულისშემძვრელი სიბნელის შესახებ[3].“