პლატონ ლუკას ძე წიქორიძე (დ. 9 მაისი, 1918, სოფ. ინტაბუეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 23 დეკემბერი, 1994) — საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1942), პოლკოვნიკი (1964), სკკპ წევრი 1940 წლიდან.
ბიოგრაფია
1939 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი. 1939 წელს მონაწილეობდა დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1940–1943 წლებში მუშაობდა მოგილიოვის სამხედრო სასწავლებელში პედაგოგად. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. დიდი სამამულო ომის (1941–1945) დროს ქერჩ-ელტიგენის სადესანტო ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1948 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1948–1965 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სამეთაურო თანამდებობებზე. 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამხედრო კათედრის გამგე. 1967 წლიდან წიქორიძე თადარიგშია.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვადასხვა ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში