პიტერ ტომკა ( სლოვაკ. Peter Tomka 1 ივნისი, 1956, ბანსკა ბისტრიცა ) — სლოვაკი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და დიპლომატი. სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში (1999–2003). 2012 წლის 6 თებერვლიდან 2015 წლის 6 თებერვლამდე და 2021 წლის 6 თებერვლამდე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე.[1]
ბიოგრაფია
პიტერ ტომკა დაიბადა 1956 წლის 1 ივნისს ბანსკა-ბისტრიცაში. 1979 და 1985 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის და დოქტორის ხარისხი პრაღის კარლის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, სწავლობდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში (უკრაინა), მშვიდობის და განვითარების სამართლის ინსტიტუტში ნიცაში (საფრანგეთი), საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სალონიკში. (საბერძნეთი) და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში (ნიდერლანდები).
1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაცია“. 1986 წელს დაიწყო მუშაობა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.[2]
1991 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა ჯერ ჩეხოსლოვაკიის მისიაში, ხოლო 1993 წლიდან სლოვაკეთის მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიუ-იორკში. 1993 და 1994 წლებში იყო სლოვაკეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ხოლო 1994 წლიდან — სლოვაკეთის რესპუბლიკის მუდმივი მისიის მთავარი ელჩი გაეროში. 1999 წლიდან 2003 წლამდე იყო სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. მას ასევე ეკავა სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები გაეროში. იყო გაეროს 52-ე გენერალური ასამბლეის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. 1999 წლიდან 2002 წლამდე — საერთაშორისო სამართლის კომისიის წევრი. პიტერ ტომკა არის სლოვაკეთის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების წევრი და 2003 წლიდან — ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტი.[3]
პიტერ ტომკა წარმოადგენდა სლოვაკეთს სლოვაკეთსა და უნგრეთს შორის დავის დროს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაბჩიკოვოს ჰესის წყალმომარაგების სისტემის საქმეზე, ასევე იყო სლოვაკეთის იურიდიული გუნდის ხელმძღვანელი. მისი პირადი დამსახურება იყო დავა რომ სლოვაკეთის სასარგებლოდ გადაწყდა.
2002 წელს არჩეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ცხრა წლის ვადით (2003-2012). 2009 წლის 6 თებერვლიდან სამი წლის განმავლობაში იყო საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი.
2020 წლის 12 ნოემბერს პიტერ ტომკა მესამედ აირჩიეს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ. გაეროს უშიშროების საბჭოში 15 ხმიდან 13 მიიღო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში 193 ხმიდან —150. მისი ცხრაწლიანი ვადა დაიწყო 2021 წლის 6 თებერვალს. [4]
MS გადაწყვეტილებები
ლიტერატურა
- (2007) რედ. Gaillard, E.: State Entities in International Arbitration 2008. JurisNet. ISBN 978-1-929446-96-4. - contains an essay written by Tomka
სქოლიო