პიც ცხოვრება (ინგლ. Life of Pi) — 2012 წლის ამერიკული 3D სათავგადასავლო დრამატული ფილმი. იგი ეფუძნება იან მარტელის ამავე სახელწოდების 2001 წლის რომანს. მისი რეჟისორია ენგ ლი, ხოლო სცენარი ადაპტირებულია დევიდ მეგის მიერ. ფილმში როლებს ასრულებენ სურაჯ შარმა, ირფან ხანი, ტაბუ, რაფე სპალი, ადილ ჰუსეინი და ჟერარ დეპარდიე.
ფილმის პრემიერა გაიმართა ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებში, 2012 წლის სექტემბერს.[2]
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
16 წლის ბიჭუნა პისინ მოლიტორ „პი“ პატელი გადაურჩება გემის ჩაძირვას. პი ერთადერთი ადამიანია, რომელიც გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩა. ის წყნარ ოკეანეში ბენგალურ ვეფხვთან, რიჩარდ პარკერთან ერთად მოგზაურობს.
ჯილდოები
გამოსვლისთანავე ფილმმა კრიტიკოსთა მოწონება და კომერციული წარმატება დაიმსახურა. მისმა შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით 583 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე იგი წარდგენილი იყო 11 ნომინაციაში და მიიღო ყველაზე მეტი ჯილდო გამარჯვებულებს შორის - 4.[3] იგი აგრეთვე ნომინირებული იყო 3 ოქროს გლობუსზე.
მოგებები:
ოსკარი
ოქროს გლობუსი
BAFTA
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ LIFE OF PI (PG). British Board of Film Classification (November 9, 2012). ციტირების თარიღი: November 23, 2012.
- ↑ Scott, A. O.. (September 27, 2012) A Festival Whose Age Is Just a Number. The New York Times. ციტირების თარიღი: 2013-01-12.[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-24. ციტირების თარიღი: 2013-02-26.