„პის ცხოვრება“ — მწერალ იან მარტელის რომანი. გამოიცა 2001 წელს. მისი მთავარი პერსონაჟი, პისინ მოლიტო „პი“ პატელი, ინდოელი ბიჭუნა, სულიერ საკითხებს ადრეული წლებიდან ეზიარება. 227 დღის განმავლობაში იგი, გემის ჩაძირვის შემდეგ, მოგზაურობს ნავით ბენგალურ ვეფხვ რიჩარდ პარკერთან ერთად.
მსოფლიო მასშტაბით წიგნი 10 მილიონზე მეტი ასლის სახით გაიყიდა [1]. 2012 წელს გამოვიდა მისი ეკრანიზაცია, გადაღებული ენგ ლის მიერ.
სქოლიო