ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნატალი მენიონი იყო. „პირდაპირი მოქმედების“ ყველაზე გახმაურებულ ტერაქტთა სიაში შედის: 1980 წელს ოსლოს აეროპორტის აფეთქება, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა; რენოს გენერალური დირექტორის ჟორჟ ბესას მკვლელობა. 1979–1981 წლებში ამ ორგანიზაციის შემოსავალმა, ბანკების ძარცვისა და ადამიანების გატაცების შედეგად, 100 მლნ ფრანკს მიაღწია.