პილტსამაა (ესტ. Põltsamaa jõgi) — მდინარე ესტონეთის ცენტრალურ ნაწილში. სათავეს იღებს პანდივერეს მაღლობიდან და ჩაედინება მდინარე პედიაში. პილტსამაა ესტონეთის სიდიდით მე-3 მდინარეა. მისი საერთო სიგრძე 135 კილომეტრია, ხოლო აუზის ფართობი 1310 კმ². მდინარეზე გაშენებულია ქალაქი პილტსამაა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინეტრნეტში