პეშტის ალყა — სამხედრო კონფლიქტი ჰაბსბურგთა მონარქიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ფერდინანდ I-მა სცადა დაებრუნებინა ქალაქები ბუდა და პეშტი ოსმალეთისაგან 1542 წელს.[1] ეს იყო რევანშის მცდელობა ბუდის აღების საპირისპიროდ, მაგრამ იგი უშედეგოდ დამთავრდა.[2] ალყას მეთაურობდა იოახიმ ბრანდენბურგი.[2] ალყა მოგერიებული იქნა ოსმალების მიერ, რომლებიც უნგრეთს კიდევ 150 წელი მართავდნენ.
ლიტერატურა
- Csorba Csaba – Estók János – Salamon Konrád: Magyarország képes története, Magyar Könyvklub, Budapest 1999. ISBN 963-548-961-7
- Magyarország hadtörténete 1. Főszerk.: Liptai Ervin, Zrínyi Katonai Kiadó, Budapest 1984. ISBN 963-326-320-4
სქოლიო