პეტერ პელეგრინი (სლოვაკ. Peter Pellegrini; დ. 6 ოქტომბერი 1975, ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი პოლიტიკოსი, სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავებს 2024 წლის 15 ივნისს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 2018-2020 წლებში[1] და ჯანდაცვის მინისტრი 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე. ეროვნული საბჭოს სპიკერი 2014-2016 წლებში და 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.[2] პელეგრინი იყო პარტია კურსი — სოციალ-დემოკრატიის წევრი, შემდეგ დატოვა პარტია და 2020 წლის ივნისის ბოლოს დააარსა პარტია ხმა — სოციალ-დემოკრატია.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დააგროვა ხმების 37,03 % და დაიკავა მეორე ადგილი ივან კორჩოკის შემდეგ, რომელმაც მიიღო ხმების 42,52 %.[3] მეორე ტურში, რომელიც გაიმართა 2024 წლის 6 აპრილს პელეგრინმა დააგროვა ხმების 53,12 % და აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.[4]
პეტერ პელეგრინის ჰყავს იტალიელი წინაპრები.[5]
სქოლიო