პერუს მთავრობა

პერუ

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
პერუს
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

პერუს მთავრობა ჩამოყალიბდა 1993 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობით და წარმოადგენს საპრეზიდენტო, წარმომადგენლობით დემოკრატიულ რესპუბლიკას.

აღმასრულებელი ხელისუფლება

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პერუს პრეზიდენტი (Presidente de la República). საპრეზიდენტო ვადა შეადგენს 5 წელს. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ამჟამად, მოქმედი პრეზიდენტია ოლიანტა უმალა (2011)

სასამართლო ხელისუფლება

სასამართლო ხელისუფლების მთავარი ორგანოა რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო, რომლის იურისდიქციაც მთელს ქვეყანაზე ვრცელდება. იერარქიულად მეორე დონე ესაა უმაღლესი სასამართლო, მისი იურისდიქცია ვრცელდება პერუს რეგიონებზე. მესამე დონეს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომლის იურისდიქციის ქვეშაც არიან პერუს პროვინციები. პერუს საამართლო ხელისუფლების მეოთხე და ყველაზე დაბალ დონეს წარმოადგენს ე.წ. მშვიდობის სასამართლოები, რომლელთა იურისდიქციაც მხოლოდ თითო რაიონზე ვრცელდება.

არჩევნები

საინტერესოა, რომ პერუში არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა. საარჩევნო პროცესს წარმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეროვნული საარჩევნო შტაბი.

რესურსები ინტერნეტში