პერსევსი (ბერძ. Περσεύς; დ. დაახ. ძვ. წ. 179 – ძვ. წ. 166) — მაკედონიის უკანასკნელი მეფე, ფილიპე V-ის ძე. შექმნა ანტირომაული კოალიცია ილირიელებთან, თრაკიელებთან, სელევკიდებსა და საბერძნეთის კუნძულებთან ერთად. ძვ. წ. 171 წელს დაიწყო ომი რომთან თავდაპირველად გაიმარჯვა თესალიაში და კუნძულ ევბეასთან, მაგრამ ძვ. წ. 168 წლის 22-23 ივნისს პიდნასთან (მაკედონია) დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და პატიმრობაში (იტალიაში) გარდაიცვალა.
ლიტერატურა