პერეტოლჩინის ვულკანი (რუს. Вулкан Перетолчина) — ახალგაზრდა ჩამქრალი ვულკანი რუსეთის ბურიატეთის რესპუბლიკაში. კროპოტკინის ვულკანიდან 3 კილომეტრში. ვულკანის საფუძველი ზღვის დონიდან 1970 მ-ზეა, მწვერვალის სიმაღლე 2050 მ. კრატერის დიამეტრი 140 მ, სიღრმე 30 მ. ფსკერზე არის ცივი ტბა, რომლის დიამეტრი 10 მ აღწევს. მწვერვალი და შიდა ფერდობები დაფარულია ბუჩქნარით, გვხვდება ნაძვი და ლარიქსი.
რესურსები ინტერნეტში