პედრო ანტონიო დე ალარკონი (ესპ. Pedro Antonio de Alarcón; დ. 10 მარტი, 1833 , გუადიქსი, გრანადის პროვინცია— გ. 19 ივლისი, 1891, მადრიდი) — ესპანელი მწერალი და იუმორისტი. „სამკუთხა ქუდის“ ავტორი.
ბიოგრაფია
ალარკონი დაიბადა გაუდიქსში, გრანადის პროვინციაში. იყო ე. წ. მეოთხე რევოლუციის მონაწილე (1854), იბრძოდა გრანადის ბარიკადებზე. შემდეგში რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა და გახდა მონარქისტი. ლიტერატურული მოღვაწეობა რომანტიკული ხასიათის ლექსებით დაიწყო. ალარკონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანის სამი კრებული: „ნაციონალური ისტორიკოსი“ (1881), „დაუჯერებელი მოთხრობები“ (1882) და „საფრფიალო მოთხრობები“ (1883).
ალარკონის ერთ-ერთი საუკეთესო რომანის „სამკუთხა ქუდი“ (1874). მწერალი ხატავს XIX საუკუნის ესპანეთის იუმორით აღსავსე მართალ სურათებს, სადაც დაბალი წრის პატიოსანი ხალხი იმარჯვებს ამპარტავან არისტოკრატებზე. ალარკონი ამ რომანში აგრძელებს ესპანური ლიტერატურის კლასიკური პერიოდის დემოკრატიულ ტრადიციებს. უკანასკნელ ხანს დაწერილ რომანებში: „სკანდალი“ (1875), „პატარა ბურთი“ (1880) და „მეძავი ქალი“ (1882) ქადაგებს კათოლიკურ იდეებს და გამოდის ყოველგვარი თავისუფლებისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ.
სქოლიო