პატარა ჩაილური — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული პატარა ჩაილური). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი, საგარეჯოდან 18 კილომეტრი.[2]
ისტორია
ადრე პატარა და დიდი ჩაილური ერთ სოფელს წარმოადგენდა და ჩერქეზიშვილების მფლობელობაში იყო. სოფელში მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი. მესაქონლებაში უპირატესობა მსხვილფეხა რქოსან საქონელს ენიჭებოდა.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 890 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
1062 |
523 |
539
|
2014[1] |
890 |
464 |
426
|
სქოლიო