პატარა მეფისკალო — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, ყელის ვულკანურ ზეგანზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3519 მ. აღმართულია ყელის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. კარგად არის გამოხატული მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.
ლიტერატურა