პატარა ბალხანი (თურქმ. Kiçi Balkan dagy) — დაბალმთიანი ამაღლება თურქმენეთში. გაწოლილია ქოფეთდაღის დასავლეთ კიდესა და დიდ ბალხანს შორის. წარმოადგენს ანტიკლინურ ნაოჭს, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთისაკენ. სიმაღლე 777 მ-მდე. სიგრძე დაახლოებით 30 კმ. აგებულია კირქვებითა და მერგელებით. ძლიერ დანაწევრებულ მერგელიან და თაბაშირ-თიხიან მთისწინეთში ტიპურად არის წარმოდგენილი კარსტულ-სუფოზიური რელიეფი და მიწისქვეშა ეროზიის ფორმები, ეგრეთ წოდებული თიხოვანი კარსტი. ფერდობებზე აბზინდიანი და აბზინდიან-მლაშობიანი უდაბნოა.
ლიტერატურა
- Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.