პატარა ალაგიოლი (აზერ. Kiçik Alagöl) — ტბა აზერბაიჯანში, ყარაბაღის ვულკანურ მთიანეთზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2739 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4 მ.[1] გარშემორტყმულია ალპური მდელოთი. გაწოლილია დიდი ალაგიოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ზაფხულში წყლის ტემპერატურა არ აჭარბებს 14-16°С-ს. ოქტომბრის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ტბა ყინულითააა დაფარული. იყენებენ სარწყავად.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო