|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბული.
|
პატარა აბული — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2799 მ. აგებულია პლიოცენური ასაკის ანდეზიტურ-დაციტური ლავებით. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს, რომლის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, ზემო კალთა და წვერი დაფარულია კარკალებით. პატარა აბულის სამხრეთ ფერდობზე დგას აბულის ციკლოპური ციხე.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა