მდინარე პარაგვაი — სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-ცენტრალური ნაწილის უმთავრესი მდინარე. მისი შენაკადები გამოედინებიან ბრაზილიიდან, ბოლივიიდან, პარაგვაიდან და არგენტინიდან. სათავეს იღებს ბრაზილიის შტატ მატო-გროსოში, ხოლო შემდეგ, არგენტინაში ერთვის მდინარე პარანას. მისი სიგრძე სათავიდან პარანასთან შერწყმამდე 2 621 კმ-ია. აუზის ფართობი შეადგენს 365 592 კმ²-ს.