პავლე ხორგუაშვილი (დ. 13 აგვისტო, 1987, გორი) — ქართველი ფეხბურთელი, ლანჩხუთის „გურიას“ ნახევარმცველი.
2010 წელს ხელი მოაწერა ერთ წლიან კონტრაქტს ფინურ „როვანიემთან“. 2011 წლის 16 მარტს იგი დააკავეს 5 უცხოელ ფეხბურთელთან ერთად და ბრალი დასდეს 2010-11 წლების სეზონის 10 გარიგებულ თამაშში მონაწილეობაში.[1][2] მის ტუპ ძმას, ვალტერ ხორგუაშვილს, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე პავლესთან ერთად ერთსა და იმავე კლუბში ირიცხებოდა არავინ შეხებია, საბოლოოდ პავლე როვანიემიდან გამოაძევეს.[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ პავლე ხორგუაშვილი ფინეთის პოლიციაში ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 16 მარტი, 2011.
- ↑ ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი პატიმრობაში რჩება ,საინფორმაციო სააგენტო „http://ambebi.ge“[მკვდარი ბმული], 24 მარტი, 2011.
- ↑ პავლე ხორგუაშვილი უკვე გაათავისუფლეს, ვალტერს - რამდენიმე საათში ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 25 მარტი, 2011.