ოქროს ტახტი (Ashanti-Twi: DWA Sika') — წარმოადგენს აშანტის ხალხის სამეფო და ღვთაებრივი ხელისუფლების სიმბოლოს. ლეგენდის თანახმად, პირველმოძღვრისა და აშანტის იმპერიის ორიდან ერთ-ერთი პირველი დამაარსებლის ოკომფო ანოკის სახელს უკავშირდება. თითქოს-და ანოკიმ გამოიხმო სკამი, რომ ციდან დედამიწაზე ჩამოსულიყო „ასანტეს“ პირველი მეფის ოსეი ტუტუს მუხლებთან. მსგავსი ნივთები წარმოადგენდა აშანტის სახელმწიფოებრიობის, ბელადის ხელისუფლების სიმბოლოებს.