„ორი მხიარული ბატი“ (რუს. Два весёлых гуся) — მოკლემეტრაჟიანი ნახატი მულტფილმი, სამსიუჟეტიანი მულტიპლიკაციური ალმანახის — „მხიარული კარუსელის“ (№ 2) მესამე სიუჟეტი. გადაღებულია 1970 წელს სტუდია სოიუზმულტფილმის მიერ. რეჟისორი — ლეონიდ ნოსირიევი.
ეფუძვნება უკრაინული ხალხური ხელოვნების ნიმუშად ჩათვლილ იუმორისტულ უკრაინულ ხალხურ სიმღერას (სხვა წყაროებით — რუსულს).[1][2][3][4].
სახელით „ორი მხიარული ბატი“ გამოიცა რამდენიმე წიგნი ბავშვებისათვის, რომლებშიც შესული იყო ეს სიმღერა.[5][6][7] „ორი მხიარული ბატი“ ითვლება იმ წიგნთა რიცხვში, რომლებიც არამხედველი ბავშვებისთვისაა რეკომენდებული, მათთვის გამოვიდა სპეციალური გამოცემა, რომლის გვერდებზეც პლასტიკური ზედდებებია.[8]
ამ სიმღერაზე დაიდგა საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილი სპექტაკლები,[9] აგრეთვე საბავშვო თოჯინების წარმოდგენები.[10][11]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო