ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა გიორგის ძე ქობულაშვილი) (დ. 1757/1758 — გ. 1728, მოსკოვი) — ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე.
აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა „ბარამგულიჯანიანი“, დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე.
ონანა მდივანმა გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი „ქილილა და დამანას“ პოეტური ფრაგმენტები. 1726-იდან მოსკოვში ცხოვრობდა.
ლიტერატურა