ომი განიმარტება, როგორც გამტარის ორ წერტილს შორის წინაღობა, როდესაც მუდმივი 1 ვოლტიძაბვის პირობებში გამტარში გადის 1 ამპერი დენი.[1]
ხშირად გამტარის წინაღობა არის მუდმივი და არ არის დამოკიდებული გამტარზე მოდებულ ძაბვაზე, ტემპერატურაზე და სხვა პარამეტრებზე. ასეთ რეზისტორებს წრფივი რეზისტორი ეწოდება.
სიმძლავრე როგორც წინაღობის ფუნქცია
წრფივ რეზისტორში დისიპირებული სიმძლავრე შეიძლება გამოთვლილი იქნას წინაღობის, ძაბვისა და დენის მეშვეობით. ქვემით მოყვანილი ფორმულა მიღებულია ომის კანონისა და ჯოულის კანონის კომბინირებით.