ოლივიეს მთა (ინგლ. Mount Ollivier) — მთა ახალ ზელანდიაში, კენტერბერის რეგიონში. მდებარეობს კუკის მთის სოფლისგან 2,5 კმ-ით დასავლეთით. სახელი ეწოდა მთამსვლელ ართურ ოლივიეს პატივსაცემად, რომელიც 1897 წელს გარდაიცვალა.[1]
ოლივიეს მთის დალაშქვრა პირველი დიდი მიღწევა ედმუნდ ჰილარის იყო ალპინისტურ ცხოვრებაში. როდესაც 2008 წელს იგი გარდაიცვალა, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მწვერვალისთვის ჰილარის მთა დაერქმივნათ, მაგრამ ეს წინადადება ართურ ოლივიეს ოჯახმა უარყო.[1]
სქოლიო