ოლივია მერი დე ჰევილენდი (; დ. 1 ივლისი, 1916, ტოკიო, იაპონია — გ. 25 ივლისი, 2020, პარიზი, საფრანგეთი) — ორი ოსკარის მფლობელი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, რომლის კარიერა გრძელდებოდა 1935–88 წლებში. ითამაშა 49 მხატვრულ ფილმში და იყო კლასიკური ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი კინოვარსკვლავი. ცნობილია თავისი ადრინდელი როლებით ფილმებში: „რობინ ჰუდის თავგადასავალი“ (1938) და „ქარწაღებულნი“ (1939) და ჯილდოთი აღნიშნული შედარებით გვიანდელი გამოსვლებით ფილმებში „ყველას თავისი“ (1946) „გველის სორო“ (1948) და „მემკვიდრე“ (1949).
რესურსები ინტერნეტში