ოთარ ჭუმბურიძე (დ. 12 ივნისი, 1938) — ქართველი რეჟისორი და ოპერატორი.
ბიოგრაფია
ოთარ ჭუმბურიძე დაიბადა 1938 წლის 12 ივნისს. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი 1972 წელს და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობით 1992 წელს.
1956 წლიდან მუშაობდა ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში (ქდსპფ) ოპერატორის ასისტენტად და ოპერატორად. 1970-იან წლებში, როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.
ფილმოგრაფია
1983 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდია „მემატიანეში“. ოპერატორი ფილმებისა:
- „მშვიდად რომ ვიყოთ“ (1983)
- „ილია ჭავჭავაძის გმირები“ (1983)
- „სადარაჯოზე“ (ჟ. მიქელაძე, 1985)
- „ვაზის გადასარჩენად“(1988) და სხვ.
ლიტერატურა
- მარინა კერესელიძე. ქართული კინო 1896-2011. ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2011 წელი, გვ. 218. ISBN: 9789941033704
რესურსები ინტერნეტში