ნუევო-ლარედო (ესპ. Nuevo Laredo) — ქალაქი მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში, ნუევო-ლარედოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიო-გრანდეს ნაპირზე, აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ლარედოს მოპირდაპირედ.
2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 373 725 ადამიანს შეადგენს.[1] მიეკუთვნება ლარედო-ნუევო-ლარედოს მეტროპოლიას, რომლის მოსახლეობაც 636 516-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 334,02 კმ²-ია. ქალაქიცა და მუნიციპალიტეტიც შტატში სიდიდით მესამე ადგილზეა.
აშშ-ის ქალაქ ლარედოსთან დაკავშირებულია მდინარე რიო-გრანდეზე გადებული სამი საერთაშორისო ხიდითა და ერთი სარკინიგზო ხიდით. იგი ამერიკელ სეხნიაზე დიდია, მაგრამ უფრო ახალგაზრდა. დაარსდა მას შემდეგ, რაც ტეხასის რესპუბლიკა მექსიკას გამოეყო.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო