ნუევა-ხერონა (ესპ. Nueva Gerona) — კუნძულ ხუვენტუდის მთავარი ქალაქი. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 22 მ სიმაღლეზე, მდინარე ლას-კასასის მარცხენა სანაპიროზე. დაარსდა 1830 წელს კუბელი გუბერნატორის ფრანსისკო დიონისიო ვივესის მიერ. თანადროულ დროში ქალაქში შემორჩენილია ამერიკული სასაფლაო.
საზღვაო პორტი. არის რაფაელ-კაბრერას საერთაშორისო აეროპორტი. მოჰყავთ ციტრუსები. მიმდინარეობს თევზის გადამუშავება, განვითარებულია კვების მრეწველობა. მიდამოებში მოიპოვება მარმარილო და კაოლინი. 2003 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 37 000 ადამიანს.
რესურსები ინტერნეტში