ნოვი-რიჩანი (რუს. Новый Рычан) — ყაზახური სოფელი რუსეთში, ასტრახანის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვოლოდარსკის რაიონში. ხუტორსკოის სასოფლო საბჭოს ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბელი-ილმენის ნაპირას, კასპიის ზღვიდან 50 კილომეტრში.
დემოგრაფია
2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 997 კაცს შეადგენს[1]. მათი უმრავლესობა ყაზახია.
სქოლიო