ნოდარ დიმიტრის ძე ჯალაღონია (დ. 16 ივნისი, 1934, ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი) — ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი (1960 წ) და მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული მწერალთა უმაღლესი ორწლიანი კურსები (1969). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს. პირველი წიგნი 1959 წ. ძირითადი პოეტური კრებულები: „სიმაღლე“ (1964 წ), „ხმა“ (1972 წ), „ლექსები“ (1974 წ), „ყვავილების მიწა“ (1980 წ), „კამერტონი“ (1983 წ), „გზები და დღეები“ (1984 წ). ჯალაღონიას ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ და ოსურ ენებზე.
ლიტერატურა