ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
დაიბადა 1952 წლის 12 მაისს, სოფელ ქსუისში, ცხინვალის რეგიონში. ბავშვობა გაატარა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს.
კარიერა
1974-2002 წწ. მუშაობდა აკად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად, აღრიცხვა-დაცვის განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, მთავარ მცველად;
1991-1995 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნიკური კულტურისა და ეროვნულ ტრადიციათა კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საათობრივი დატვირთვით;
2006-2022წწ. ამავე მუზეუმის კოლექციების მენეჯერი და უფროსი კურატორი
2008 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების მიწვეული პროფესორი
2012 წელს მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ლექტორად; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში
არის 15 წიგნის, 80 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური და ისტორიულ-შემეცნებითი სტატიის ავტორი. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდება გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალ "ისტორიანში". იყო არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე და გამომსვლელი.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისთვის გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს მადლობის სიგელი (2016)
თურქეთში მცხოვრები ქართველების, საქართველოს კულტურისა და ისტორიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის ცენტრის მადლობის სიგელი (2016).
სადისერტაციო თემა - "შიდა ქართლის თანამედროვე სოფლის ყოფა და კულტურა", დაიცვა 1989 წელს.