ნიჩბისის სერი — ქედი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებას, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების — ხეკორძულისა და ნიჩბისისწყლის წყალგამყოფს. იწყება ნატბეურის მთიდან (1560 მ) და მთავრდება ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 632,5 მ სიმაღლის მაღლობით. აგებულია პალეოცენური და შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და თიხებით, აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ფერადი თიხებით. კალთები ძლიერ დახრილია, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი), სამხრეთი მონაკვეთი — ჯაგრცხილნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით.[2] ნიჩბისის სერის ძირას გაშენებულია სოფლები ქვემო ნიჩბისი და სასხორი.
სქოლიო